ორი უგემრიელესი და ლამაზი სამარხვო კერძი მჭადი-ტარტალეტკები ნიგვზიან ჭარხალთან ერთად
სიმინდის ფქვილს დავამატოთ ცოტა მარილი, წყალი და მოვზილოთ ცომი,შემდეგ მოვათავსოთ ცხიმწასმულ ტარტალეტკის ფორმებში და გამოვაცხოთ ღუმელში.
ჭარხალი მოვხარშოთ, შემდეგ დავხეხოთ საშუალო ზომის სახეხზე და შევანელოთ ნიგვზიანი სუნელით (გატარებული ნიგოზი+მოთუშული ხახვი+ხმელი სუნელები+ნიორი+ცოტა ძმარი+მარილი და პილპილი). ცოტა მაიონეზიც უხდება.
მჭადი-ტარტალეტკები ნიგვზიან სტაფილოსთან ერთად
სიმინდის ფქვილს დავამატოთ ცოტა მარილი, წყალი და მოვზილოთ ცომი, შემდეგ კი მოვათავსოთ ცხიმწასმულ ტარტალეტკის ფორმებში და გამოვაცხოთ ღუმელში.
მსხვილ სახეხზე დავხეხოთ 1 კგ. სტაფილო და პორცია-პორციობით კარგად მოვთუშოთ ზეთში. როგორც კი გადმოვიღებთ, ცხელსვე მოვაყაროთ ხახვი და ოხრახუში (სულ დაგვჭირდება 2 საშუალო ზომის ხახვი და ნახევარი კონა ოხრახუში). რომ მოვრჩებით სტაფილოს მოთუშვას, გავაცივოთ და შემდეგ შევანელოთ ნიგვზიანი სუნელით (გატარებული ნიგოზი+ხმელი სუნელები+ცოტა ნიორი+ცოტა ძმარი, მარილი და შავი პილპილი). სალათს ცოტა მაიონეზიც დავამატოთ. მზა სალათისგან გავაკეთოთ ბურთები და მოვათავსოთ გამომცხვარ მჭად-ტარტალეტკებზე.
ანა კოსტავა