სუფრის გემრიელი მშვენება - მარტივი რეცეპტი
საჭირო მასალა:
1 კგ. ბადრიჯანი;
500 გრ. სტაფილო;
3 ცალი ბულგარული;
2 თავი ხახვი;
მწვანე ხახვი;
ოხრახუში;
3 კბილი ნიორი;
ნიგოზი;
ხმელი სუნელები;
მარილი და პილპილი.
მომზადების წესი:
1 კგ. ბადრიჯანი დავჭრათ გრძელ, თხელ ნაჭრებად და შევწვათ;
500 გრ. სტაფილო დავხეხოთ მსხვილად და პორცია-პორციობით კარგად მოვთუშოთ ზეთში. რომ გადმოვიღებთ, ცხელსვე მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ცოტა ხახვი და ოხრახუში;
3 ცალი ბულგარული დავჭრათ კუბუკებად და ისიც მოვთუშოთ ზეთში;
შემწვარი ბადრიჯანი ავწეწოთ კარგად (რამდენიმე ნაჭერი მოვიტოვოთ კალათის დასაწვნელად), დავამატოთ მოთუშული სტაფილო, ბულგარული, მწვანე ხახვი და ბოლოს კი - ნიგვზიანი სუნელი (გატარებული ნიგოზი+მოთუშული ხახვი+ხმელი სუნელები+ნიორი,მარილი და პილპილი). ეს ყველაფერი ავურიოთ კარგად ერთმანეთში და შევკაზმოთ მარილითა და პილპილით.
მზა სალათა მოვათავსოთ დიდ თეფშზე, მივცეთ კალათის ფორმა და ზემოდან დავწნათ ბადრიჯნის და კიტრის ნაჭრებით. სურვილისამებრ გავაფორმოთ ბოსტნეულისგან გაკეთებული ყვავილებით.
ანა კოსტავა