სტაფილოს სამარხვო სალათა
სტაფილოს სამარხვო სალათა
მსხვილ სახეხზე დავხეხოთ 1 კგ. სტაფილო და პორცია-პორციობით კარგად მოვთუშოთ ზეთში. როგორც კი გადმოვიღებთ, ცხელსვე მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ოხრახუში (სულ დაგვჭირდება 2 საშუალო ზომის ხახვი და ნახევარი კონა ოხრახუში).
რომ მოვრჩებით სტაფილოს მოთუშვას, გავაცივოთ და დავამატოთ ნიგვზიანი სუნელი (გატარებული ნიგოზი+ხმელი სუნელები+ნიორი, მარილი და შავი პილპილი). სურვილისამებრ, ცოტა სამარხვო მაიონეზსაც დავამატებთ. ძალიან უხდება ბროწეულიც.
დიდ თეფშზე მოვათავსოთ სალათა და თავზე მოვაყაროთ სიმინდის მარცვლები. გავაფორმოთ სურვილის და მიხედვით.
ანა კოსტავა
ტეგები: ანა კოსტავა
2629
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი