საახალწლო ქოხი - ყველაზე გემრიელი და ლამაზი რეცეპტი
საახალწლო ქოხი - ყველაზე გემრიელი და ლამაზი რეცეპტი
მომზადების წესი:
500 გრ. თაფლს დავამატოთ 200 გრ. კარაქი (ან მარგარინი), 200 გრ. შაქარი და დავდგათ ორთქლის აბაზანაზე, დროდადრო ამოვურიოთ კოვზით და შაქარი რომ გადნება, გადმოვდგათ.
შეგრილებულს დავამატოთ 2 ცალი კვერცხი, მიხაკ-დარიჩინი, 2 ს/კ კაკაო, 4 ს/კ გამაფხვიერებელი და დაახლოებით 1 კილო ფქვილი (შეიძლება ფქვილის დამატება დაგვჭირდეს).
მოვზილოთ ცომი. გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და ხელით კარგად დავამუშაოთ, ისე, რომ ელასტიური მასა მივიღოთ და შევძლოთ მისი ადვილად გაბრტყელება.
ცომი გავაჩეროთ 1 საათი, შემდეგ კი გადმოვიღოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და გავაბრტყელოთ საშუალო სისქეზე. ამოვჭრათ
ქოხის გასაკეთებლად სასურველი ფორმის ნაწილები (ცომი - ქოხის წინა-უკანა ფასადისთვის, სახურავისთვის და ა.შ).
ცომის ნაწილები მოვათავსოთ საცხობ ფირფიტაზე და გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე (მალე ცხვება, დაახლოებით 15 წუთში).

ქოხის "ფილების" შესაწებებლად მოვამზადოთ შემდეგი მასა:
კვერცხის ცილები გავთქვიფოთ კარგად და ნელ-ნელა დავამატოთ შაქრის პუდრა, ცოტა ლიმონის წვენიც ჩავაწუროთ. შაქრის პუდრას თვალის ზომით ვამატებთ (საშუალოზე ოდნავ სქელი მასა უნდა გამოვიდეს).
გამომცხვარი ფირფიტები შევაწებოთ ერთმანეთზე წინასწარ მომზადებული მასით და ვაცადოთ კარგად გაშრობა.
mshoblebi
კარგად რომ შეწებდება ქოხი, შედეგ ვაფორმებთ სურვილის მიხედვით. შეგვიძლია, ცილიანი მასა ლიმონის წვენით ცოტა გავათხელოთ და გამოვიყენოთ გასაფორმებლადაც, ანუ თოვლის ეფექტის მოსახდენად.
ტეგები: ანა კოსტავა
6190
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი