ამ ცომით ჯერ ლობიანი გამოვაცხვე, მერე - ხაჭაპური და ბოლოს - ტკბილი ღვეზელი გუშინ ჯადოსნური ცომი გავაკეთე. ლობიანი ხომ გამოვაცხვე, მერე კიდევ ხაჭაპური და ბოლოს, ტკბილი ღვეზელით დავაგვირგვინე. კიდევ დამრჩა, სხვათა შორის.
ნახევრად ფენოვანი და საფუარიანი ცომის მოსამზადებლად დაგვჭირდება:
1 კგ. ფქვილი;
1 ს/კ საფუარი;
2 ს/კ ზეთი;
ცოტა მარილი;
თბილი წყალი (რამდენსაც შეიზელს);
250 გრ. მარგარინი.
მომზადების წესი:
ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტები(მარგარინის გარდა) მოვათავსოთ ჯამში და მოვზილოთ ფაფუკი ცომი.
ცომი, რომ ამოვა გადმოვიღოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე, გავაბრტყელოთ და წავუსვათ 250 გრ. დარბილებული მარგარინი. გადავკეცოთ კონვერტისებურად და შევდგათ მაცივარში.
ნახევარი საათის შემდეგ კიდევ გავაბრტყლოთ ცომი, გადავკეცოთ კონვერტისებურად და ისევ შევინახოთ მაცივარში. სასურველია მესამეჯერაც თუ გავიმეორებთ იგივე პროცედურას.
ეს ცომი შეგიძლიათ საყინულეშიც შეინახოთ 1 კვირა.