მოუხდება სადღესასწაულო სუფრას საჭირო მასალა:
5 კვერცხი;
2 ჭ. შაქარი;
200 გრ. კარაქი;
1 ლიმონის,ან ფორთოხლის ცედრა;
1 შეკვრა ვანილი;
1 შეკვრა გამაფხვიერებელი( ან 1 ჩ/კ სოდა-ძმრით);
4 ცალი ვაშლი
2,5-დან 3 ჭიქამდე ფქვილი.
სურვილის მიხედვით:
100 გრ. შოკოლადი;
50 გრ. ნუშის ფანტელები.
მომზადების წესი:
ავიღოთ 5 ცალი კვერცხი და განვაცალკეოთ ცილა და გულები ერთმანეთისგან. გულებს დავამატოთ 2 ჭიქა შაქარი, 200 გრ. გამდნარი, თბილი კარაქი და კარგად გავთქვიფოთ, დავამატოთ ვანილი, მწიკვი მარილი, 1 ლიმონის ცედრა, პატარა კუბიკებად დაჭრილი 4 ცალი ვაშლი და ბოლოს - 1 შეკვრა გამაფხვიერებელი (ან 1 ჩ/კ სოდა-ძმრით), დაახლოებით 2,5-დან 3 ჭიქამდე ფქვილი (ცომი ფაფუკი უნდა იყოს).
ცალკე, ცილები გავთქვიფოთ კარგად და ფრთხილად შევურიოთ მზა ცომის მასას. შემდეგ მოვათავსოთ ცხიმწასმულ კექსის ფორმაში და გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე.
სურვილისამებრ თავზე მოვასხათ გამდნარი შოკოლადი და მოვაყაროთ ნუშის ფანტელები.