ბავშვების გასახარელი და გემრიელი რეცეპტი საჭირო მასალა:
200 გრ. მარგარინი;
100 გრ. შაქარი;
3-4 შეკვრა ვანილი;
ფქვილი - რაც დაგვჭირდება(დაახლოებით 2,5 ჭიქა, ან მეტი, ან ნაკლები. თვითონ განსაზღვრეთ რაოდენობა. ცომი ისეთი უნდა იყოს, რომ ხელზე არ გეკვრებოდეთ);
ცოტა მწვანე და წითელი საკვები ფერი (ან ფხვნილი, ან სითხე)
მომზადების წესი:
ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტებიდან (გარდა საკვები ფერებისა) მოვზილოთ სწრაფად ელასტიური ცომი.
ცომი გავყოთ 3 თანაბარ ნაწილად.
ერთ ცომს შევურიოთ მწვანე ფერი, მეორეს - წითელი და მესამე ნაწილი დავტოვოთ ისე, როგორც არის.
თითო ცომის ნაწილიდან გავაკეთოთ დაახლოებით 2 სმ. სისქის ჯოხები (შეგვიძლია გავყოთ შუაზე და ორ ნაწილად გავაკეთოთ). მწვანე და წითელი ფერის ცომის ჯოხები შევატყუპოთ და თავზე დავადოთ თეთრი ცომი. შემდეგ შევახვიოთ ფოლგაში ან ცელოფანში და შევინახოთ საყინულეში.
ცომი რომ გამაგრდება, დავჭრათ თხელ ნაჭრებად, მოვათავსოდ საცხობ ფირფიტაზე და გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე.
მალე ცხვება.