ზეთის გამოხდა სავალდებულო არ არის, მხოლოდ ესთეტიკის საკითხია. მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ მოსინჯოთ, ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ.
1. ყველა სახის ნოგოზი ზეთს არ უშვებს, ან იმდენად ცოტა გამოუვა, რომ წვალებად არ ღირს. ამიტომ ჯერ შეამოწმეთ როგორი ნიგოზია. გატარებული ნიგოზი თითებით გასრისეთ,
2. გატარებული ნიგოზი აუცილებლად ემალის თასში მოათავსეთ. პლასტმასის თასში უფრო დიდხანს დაგჭირდებათ სრესა და შეიძლება იმდენი ზეთი არც გამოვიდეს, როგორც ემალის (მომინანქრებულ) თასში.
3. სანამ სრესას დაიწყებთ, ერთი სუფრის კოვზი ცივი წყალი შეაზილეთ.
4. ზეთის გამოხდის წესი ასეთია: გატარებულ ნიგოზს ამატებთ ყველა სანელებელს, რაც ამ კერძისთვის გაქვთ გათვალისწინებული, მათ შორის ნიორსაც. იწყებთ მასის ღონივრად ზელვას. თასის ფსკერზე ხელისგულით უნდა სრისოთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
5. თანდათან მასა კონსისტენციას შეიცვლის, თითქოს აიჭრაო. ამ დროს უკვე მუჭში უნდა მოწუროთ და ზეთიც დაიწყებს გამოსვლას. პატარ-პატარა გუნდები წურეთ და სითხე ცალკე ჭურჭელში მოაგროვეთ.
მკითხველის რჩევით
გთავაზობთ კიდევ რამდენიმე რჩევას, რომლებიც ჩვენი საიტის მკითხველებმა კომენტარად დაგვიტოვეს.- "მარილი გახსენით ცივ წყალში დაუმატეთ ნიგოზს 2-3 სუფრის კოვზი და ზეთი მაშინვე გამოვა"
- გამოხდისას მუჭს თასში ჩასხმულ წყალში ვისველებ ხოლმე.(ზელის დროსაც და გამოწურვის დროსაც). ისე კი, იყიდება მზა "ნიგვზის ზეთი." თუ ამ ზეთს ერთი ღამით ყვითელ სუნელებზე დავაყენებთ, დილით მას ექნება მშვენიერი ფერი"
გამოხდილი ოქროსფერი ზეთი გამზადებულ საცივსა და ბაჟეს ზემოდან მოასხით. უფრო მარტივი და ეფექტური ხერხები შეგიძლიათ კომენტარებში შემოგვთავაზოთ.