გამომდგარი რეცეპტი საჭირო მასალა:
4 ცალი კვერცხი;
100 გრ. შაქრის პუდრა;
2 შეკვრა ვანილი;
500 გრ " Mascarpone " (ამ ყველით მზადდება სწორედ ეს განუმეორებელი ნამცხვარი);
კონიაკი (ამარეტო) გემოვნებით;
2 ჭიქა მაგარი ყავა (ცივი);
250-500 გრ. პეჩენია (სპეციალური);
ცოტა კაკაო.
მომზადების წესი:
კვერცხის გულები გავთქვიფოთ კარგად შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად, დავამატოთ "Mascarpone", ცოტა კონიაკი (გემოვნებით) და ვთქვოფოთ მანამ, სანამ ერთიან სქელ მასას არ მივიღებთ. ბოლოს, ფრთხილად შევურიოთ ცალკე გათქვეფილი კვერცხის ცილა.
მოვამზადოთ 2 ჭიქა მაგარი ყავა და გავაციოთ, დავამატოთ ვანილი და კონიაკი გემოვნებით (დაახლოებით 2 ს/კ).
ტირამისუს პეჩენიები სათითაოდ, სწრაფად ამოვავლოთ ყავაში და მოვათავსოთ ღრმა ჭურჭელში, მოვასხათ კრემი, შემდეგ - ისევ პეჩენიები და ბოლოს - კრემი.
შევდგათ მაცივარში მინიმუმ 6 საათი.
სუფრასთან მიტანის წინ თავზე მოვაყაროთ ბლომად კაკაო