ძველებური გოზინაყი - დედამთილების რეცეპტი
ძველებური გოზინაყი - დედამთილების რეცეპტი
როგორც ერთი ძალიან კარგი დიასახლისი, ქალბატონი ნარგიზა იხსენებს, მისი დედამთილი გოზინაყს ძველებური წესით აკეთებდა. თვითონაც არ აღვევს ამ ტრადიციას და მთელ სამეზობლოში განსხვავებული  აქვს - საოცრად ერთგვაროვანი სტრუქტურის და შეიძლება გაზაფხულზეც გაგიმასპინძლდეთ მისით. ნარგიზას გოზინაყი ხომ მთელი წლის განმავლობაში არ ფუჭდება.
მისი დამზადების მთავარი სირთულე თაფლის "მოწევაა". ეს თბილი თაფლის განუწყვეტლივ და დიდი ხნის განმავლობაში ზელვას გულისხმობს.

დაგჭირდებათ:
1კგ ნიგოზი
ნახევარი კგ თაფლი
ერთი ჭიქა შაქარი

მომზადება

ნიგოზი დაჭერით ძალიან თხლად. მოათავსეთ ღუმელში და 100 გარადუს ტემპერატურაზე მოხალეთ ისე, რომ
ფერი არ შეიცვალოს.
განიერ ტაფაში ჩაასხით თაფლი. დადგით ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ, თითქოს ზილავთ. რომ გაცხელდება და გათხელდება, გადმოდგით ცეცხლიდან და ისევ განაგრძეთ ზელა. ადუღება ვერ უნდა მოასწროს. ასე გავიმეოროთ დაახლოებით 20-ჯერ. ერთი წვეთი ცივ წყალში ჩააწვეთეთ. თუ კრისტალივით გამაგრდა, თაფლი მზადაა.
შემდეგ დააყარეთ 1 ჭიქა შაქარი და ისევ დადგით ცეცხლზე. შაქარი რომ გადნება, ჩაყარეთ დაჭრილი ნიგოზი. კვლავ დაიწყეთ მისი ზელა. კარგად რომ მოიშუშება, გადმოიღეთ სველ ფიცარზე. გააბრტყელეთ და ცხელივე დაჭერით. ნაჭრები კარგად რომ შეგრილდება, ჩაყარეთ ქილაში და თავი დაახურეთ. საჭიროებისამებრ გამოიყენეთ ხოლმე და კვლავ თავი დაახურეთ.
ეს გოზინაყი, როგორც აღვნიშნეთ, შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ.
ტეგები: გოზინაყი
63060
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (15)
makuna
1
მომავალ წლამდე შეინახება, ხო? :)
11:10 / 31-12-2018
ანიტა
1
რანაირი გართულებული რეცეპტია. 10 წელია მე თვითონ ვაკეთებ ჩემი ოჯახისთვის გოზინაყს და ათივეჯერ ფანტასტიური გამოდის. ნიგოზს ვჭრით თხლად ეგრეთ წოდებული "რეზაკი"-ით ანუ საკანცელარიო დანით. ცოტას ვხალავთ, ნუ მოხალვაც არ ქვია ცხელ ტაფაზე ვატარებთ, რომ კანი მოძვრეს. თაფლს ადუღებამდე მივიყვანტ და შემდეგ ვაციებთ 3 ჯერ, მესამეთ უკვე ნიგოზს ვაყრით, მოვშუშავთ კარგად, ძალიან არ უნდა გაგვიმუქდეს, შემდეგ მოვაფრქვევთ ერთ მუჭა შაქარს,დაახლოებით ნახევარი ჭიქაა) უნრო კნატუნა გამოდის, გადმოვიღებთ სველ ხის დაფაზე და გავაბრტყელებთ. თბილს დავჭრით და მივირთმევთ გემრიელად :)))
12:48 / 20-12-2018
მსგავსი სიახლეები