მისი მომზადება კი გოზინაყზე ბევრად მარტივია გოზინაყის გარდა ტრადიციულ სააახალწლო ნუგბარს მიეკუთვნება დაშაქრული თხილიც. კანფეტებივითაა და უგემრიელესია. მისი მომზადება კი გოზინაყზე ბევრად მარტივია.
დაგჭირდებათ:
1 კგ თხილი
ჭიქანახევარი შაქარი
მომზადება:
თხილი მოვხალოთ, მოვაცილოთ კანი და ჩავყაროთ ფართო ტაფაში. დავაყაროთ შაქარი და ორი სუფრის კოვზი წყალი.
დავიწყოთ ამ ყველაფრის ცეცხლზე შუშვა. სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ არ დაიწვას, თორემ მწარე გემოს მიიღებს.
ცოტა ხანში მასა ძალიან წებოვანი გახდება და თხილიც ერთმანეთს მიეკრობა. ამ დროს გადმოყარეთ ფიცარზე და ერთმანეთს დააშორეთ. როცა გაგრილდება, ჩაყარეთ ქილაში და თავი დაახურეთ. საჭიროებისამებრ გამოიყენეთ.
ასე მომზადებული თხილი მთელი წლის განმავლობაში ძლებს. რაც მთავარია, ქარხნულ ტკბილეულთან შედარებით ბევრად უსაფრთხოა.