რაც მთავარია - არ სჭირდება ცხობა და 100 ცალამდე გემრიელი ბურთულა გამოდის დაგჭირდებათ:
შვრიის ფანტელი (ჰერკულესი) - ერთი კოლოფი
ვანილი - 2 შეკვრა
მცენარეული კარაქი - ერთი შეკვრა
კაკაო - ერთი შეკვრა
შაქარი - 300 გრამი
ქოქოსის ფხვნილი - ამოსავლებად
მიწის თხილი - გულისთვის
მომზადება:
ყველა ინგრედიენტი, მოხარშვისა და ცხობის გარეშე, ერთმანეთში აურიეთ და კარგად მოზილეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ამ ზომის 100 ცალამდე ბურთულა გამოგივათ. სათითაოდ მოათავსეთ შიგნით მიწის თხილი და ბურთულები ქოქოსის ფანტელში ამოავლეთ.
ლინდა ასლანიშვილი