სოსისი ყველა ბავშვის საყვერელი საკვებია სოსისი ყველა ბავშვის საყვერელი საკვებია. დედა ყიდვისას კარგად შეისწავლის მათ შემადგენლობას, რადგან ასეთ პროდუქტებში მწარმოებლები ხშირად ურევენ ბევრ ქიმიას და ნაკლებ ხორცს. საუკეთესო გამოსავალი სახლში მომზადებული სოსისია - ნატურალური, დანამატებისა და გემოს გამაძლიერებლების გარეშე. გთავაზობთ ქათმის სოსისის მომზადების უმარტივეს რეცეპტს.
თქვენ დაგჭირდებათ:
• ქათმის ფილე - 500 გრ.
• რძე - 200 მლ.
• მდოგვი- 1 ჩ.კ. (შეიძლება ნაკლებიც, ბავშვის ასაკიდან გამომდინარე);
• წიწაკა- ¼ ჩ.კ; (სურვილისამებრ)
• მარილი, გემოვნებით.
მომზადება
ფილე გარეცხეთ, დაჭერით კუბებად და ნახევარე საათით ჩაალბეთ ცივ რძეში. ნახევარი საათის შემდეგ ფილე რძიანად მოათავსეთ ბლენდერში და დაუმატეთ ინგრედიენტები. მიღებული ნარევი მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში. დაუყენეთ საშუალო ზომის გამოსასვლელი პირი და თხელ საკვებ პოლიეთილენში მჭიდროდ ჩატენეთ. მიეცით სასურველი სიგრძე და ბოლოები კარგად დაუმაგრეთ ძაფით. სურვილისამებრ შეგიძლიათ მისცეთ ძეხვის ფორმა. მოათავსეთ მაცივარში 3 საათით. ცივი სოსისები მზადაა მოსახარშად. ხარშეთ დაახლოებით 7 წუთი მარილიან წყალში. კარგია როგორც გარნირთან, ასევე სუპებშიც. გემრიელად მიირთვით.