ყავის ტორტი - იაფი, მარტივი, ძალიან ჰაეროვანი და გემრიელი
ყავის ტორტი - იაფი, მარტივი, ძალიან ჰაეროვანი და გემრიელი
საჭირო მასალა:
6 ცალი კვერცხი;
2 ჭიქა შაქარი;
1 ჩაის ჭიქა ფქვილი;
2 შეკვრა ვანილი;
200 გრ. კარაქი;
2 ს/კ ყავა.

მომზადების წესი:
6 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ,ნელ-ნელა დავამატოთ 1 ჭიქა შაქარი,შემდეგ თითო-თითო კვერცხის გული და კიდევ გავთქვიფოთ. დავამატოთ ყავის ნაყენი (1 ს/კ ყავა გავხსნათ ცოტა წყალში) და ბოლოს ფრთხილად შევურიოთ 1 ჩაის ჭიქა ფქვილი.
მასა მოთავსოთ კარაქწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ ღუმელში 175-180 გრადუსზე.

მოვამზადოთ კრემი:
ნახევარ ჭიქა ადუღებულ წყალში
გავხსნათ 1 ს/კ ყავა,დავამატოთ ერთი ჭიქა შაქარი,ვანილი და მოვადუღოთ სიროფი. კარგად რომ წამოდუღდება გადმოვდგათ და გავაცივოთ.
200 გრ. კარაქი გავთქვიოთ კარგად და ნელ-ნელა დავამატოთ თითო-თითო სუფრის კოვზი ყავის სიროფი.

ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ კარგად ყავისა და ლიქიორის ნარევით და წავუსვათ კრემი. სურვილისამებრ მოვრთოთ დახეხილი შოკოლადით ან ნიგოზით.
21405
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```