ვაშლის უგემრიელესი დესერტი
ვაშლის უგემრიელესი დესერტი
საჭირო მასალა:
2 კვერცხი;
100 გრ. შაქარი;
1 შეკვრა ვანილი;
50 გრ. რბილი კარაქი;
ლიმონის ცედრა (დახეხილი კანი) სურვილისამებრ;
1 სავსე ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი;
1,5 ჭიქა ფქვილი;
დაახლოებით 10 ცალი ვაშლი.

მომზადების წესი:
კვერცხი, შაქარი, ვანილი და რბილი კარაქი გავთქვიფოთ კარგად. შემდეგ დავამატოთ ლიმონის ცედრა, გამაფხვიერებელი და ფქვილი.
ვაშლებს მოვაჭრათ თავები, ფრთხილად ამოვჭრათ გულები და ჩავდოთ ცომის მასა შუამდე (ისე, რომ არ ავავსოთ).
მზა ვაშლები დავაწყოთ საცხობ ფირფიტაზე და გამოვაცხოთ
ღუმელში 175 გრადუსზე.
5847
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
mana
0
რომელი ჯიშის ვაშლია საჭირო?
02:05 / 01-03-2016
მსგავსი სიახლეები
```