ყველიერის კვირაში გადავწყვიტეთ, გაგიმხილოთ იდეალური ბლინების მომზადების ყველა საიდუმლო ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს სლავური სამზარეულოს შედევრი არ უყვარდეს, მაგრამ ხანდახან მისი მომზადება ნამდვილ პრობლემად იქცევა ხოლმე. ბლინები ცხობისას ან ტაფას ეკვრის, ან იხევა, ან თხელი ბლინის მაგივრად სქელი ოლადი გამოდის.
ყველიერის კვირაში გადავწყვიტეთ, გაგიმხილოთ იდეალური ბლინების მომზადების ყველა საიდუმლო. ამის შემდეგ მისი მომზადება სიამოვნებად გადაგექცევათ.
1. ეცადეთ, შეარჩიოთ საუკეთესო, ხარისხიანი პროდუქტები. ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველა ინგრედიენტი ახალი იიყოს.
2. რძე და კეფირი არ უნდა იყოს ძალიან ცხიმიანი. თუკი რძეს მინერალურ წყალს გაურევთ მაქმანებიანი ბლინები გამოგივათ.
3. ნუ დაზოგავთ ფულს ბლინის გამოსაცხობ ტაფაზე. თუჯის საუკეთესოა – ასეთი ტაფის ზედაპირი თანაბრად ცხელდება და დიდხანს ინარჩუნებს სიმხურვალეს.
4. რძე თბილი უნდა იყოს და არა ცხელი. ფქვილი აუცილებლად გაცერით.
5. უმჯობესია კვერცხი ცალ-ცალკე ათქვიფოთ მწიკვ შაქართან და მარილთან ერთად. ასე ცომი ფორიანი გამოვა.
6. აჯობებს ჯერ რძე და ფქვილი აურიოთ ერთმანეთში და მერე დაუმატოთ ათქვეფილი კვერცხი. განაგრძეთ კითხვა