სამზარეულორეცეპტები
სამარხვო ნამცხვარი ანა კოსტავას რეცეპტით
სამარხვო ნამცხვარი ანა კოსტავას რეცეპტით
საჭირო მასალა:

150 მლ. ზეთი;
300 მლ. წყალი;
3 ჩ/კ ნალექიანი ყავა;
1,5 ჭიქა შაქარი;
1-2 ცალი ვანილი;
2 ს/კ კაკაო;
1 ჩ/კ სოდა-ძმრით;
3 ჭ. ფქვილი(250 გრამიანი ჭიქა იგულისხმება)

მომზადების წესი:
300 გრამ წყალში გავხსნათ 3 ჩ/კ ნალექიანი ყავა და წამოვადუღოთ;
ერთმანეთში ავურიოთ შაქარი, ვანილი, კაკაო, და ფქვილი, შემდეგ დავასხათ წინასწარ მომზადებული ყავა, ზეთი, სოდა-ძმრით და ხის კოვზის დახმარებით შევაზილოთ ეს ყველაფერი ერთმანეთში.
მიღებული ცომის მასა მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაში
და გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე.
კექსს სურვილისამებრ თავზე მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.
ბეჭდვა