მარტივი და გემრიელი სამარხვო ნამცხვარი
მარტივი და გემრიელი სამარხვო ნამცხვარი
საჭირო მასალა:
150 მლ. ზეთი;
300 მლ. წყალი;
2 ჭიქა შაქარი;
1-2 ცალი ვანილი;
1 ლიმონის ცედრა (ანუ დახეხილი კანი);
1 ჩ/კ სოდა-ძმრით;
3 ან 3,5 ჭ. ფქვილი (250 გრამიანი ჭიქა იგულისხმება);
ნებისმიერი ხილის ჯემი.

მომზადების წესი:
ერთმანეთში ავურიოთ შაქარი, ვანილი, ლიმონის ცედრა და ფქვილი, შემდეგ დავასხათ თბილი წყალი, ზეთი, სოდა-ძმრით და ხის კოვზის დახმარებით შევაზილოთ ეს ყველაფერი ერთმანეთში.
ცომის მასის ნახევარი მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაში, გადავუსვათ ხილის ჯემი და ზედაპირი
დავფაროთ დარჩენილი ცომით.
გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე. ნამცხვარს სურვილისამებრ თავზე მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.
13219
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```