მასში ბევრი სასარგებლო ინგრედიენტია და განსაკუთრებით, პატარებს მოსწონთ - გამოცდილი დიასახლისის რეცეპტი კორკოტს დიასახლისები სხვადასხვანაირად აკეთებენ, ჩვენ გამოცდილი დიასახლისის ციალა ქიტესაშვილის რეცეპტს გთავაზობთ - ეს არის კორკოტი რძით, რომელიც ერთნაირად მოსწონს დიდსა და პატარას, რაც მთავარია, გემრიელი და სასარგებლოა.
მაშ ასე:
კარგად გარეცხილ და კარგად მოხარშულ ხორბალს გაატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაასხამთ ცხელ რძეს. ისევ გააგრძელებთ ძალიან დაბალ ცეცხლზე ხარშვას. ცოტა რომ შესქელდება, დაამატებთ გემოვნებით შაქარს, ცოტა მარილს, ვანილს და კარაქს.