ტირამისუ მართლაც ბოლო დროის "ჰიტდესერტია" რა უყვართ ბავშვებს ყველაზე მეტად? ის, რასაც უფროსების ხელში ხედავენ. ტირამისუ მართლაც ბოლო დროის "ჰიტდესერტია", რომელსაც უფროსები და ბავშვები სიამოვნებით მიირთმევენ. ეს რეცეპტი კი ამ დესერტის საბავშვო და სასარგებლო ვარიანტია.
საბავშვო ტირამისუს მომზადებას დიდი კულინარული ხელოვნება არ სჭირდება. მისი ინგრედიენტები შეიძლება ახლაც მაცივარში გიდევთ. მომზადების პროცესში ბავშვებიც ჩაერთვებიან და რაც მთავარია, ეს პროცესი სამზარეულოს ყირაზე არ დაგიყენებთ.
დაგჭირდებათ:
250 მაწონი ან იოგურტი
4-5 ცალი საბავშვო "პეჩენია"
1 სუფრის კოვზი კენკრის მურაბა (შეიძლება გაყინული ან კომპოტიდან ამოღებულიც)
შაქარი - გემოვნებით
მომზადება:
ფაიფურის ჭურჭლის ძირში განათავსეთ დაფხვნილი "პეჩენია"
შაქარი, კენკრა და მაწონი აურიეთ ერთმანეთში. ოდნავ გათქვიფეთ და დაასხით "პეჩენიის" ფენას.
გააჩერეთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, რომ კარგად დალბეს.
საშუალება მიეცით ბავშვს, რომ ზემოდან მურაბით ან ხილით მორთოს