დააგემოვნეთ და ისიამოვნეთ საჭირო მასალა:
1 კგ. ფქვილი;
1 ს/კ საფუარი;
0,5 ლ. თბილი წყალი (ან ცოტა ნაკლები);
100 მლ. ზეთი;
2 ვანილი;
ლიმონის ცედრა;
1 ჭიქა შაქარი (თუ ტკბილი გვიყვარს, ცოტა მეტი შაქარი დავამატოთ, მაგრამ შესაბამისად ცოტა მეტი დრო დასჭირდება ცომის ამოსვლას).
მომზადების წესი:
საფუარი გავხსნათ ცოტა თბილ წყაში და ვაცადოთ ამოფუება.
თასზე მოვათავსოთ ფქვილი, შაქარი, ვანილი, ლიმონის ცედრა, საფუარიანი მასა, დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ ფაფუკი ცომი.
ცომს დავაფაროთ თავზე და დავდგათ თბილ ადგილზე. რომ ამოფუვდება ჩავზილოთ და ისევ ვაცადოთ ამოსვლა. შემდეგ ცომისგან გავაკეთოთ პატარ-პატარა გუნდები, თითოეულს მივცეთ სასურველი ფორმა. მოვათავსოთ ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე და გავაჩეროთ 15-20 წუთი.
ღუმელში შედგმის წინ თავზე წავუსვათ ზეთისა და წყლის ნარევი სითხე.
გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.
გამომცხვარ ფუნთუშებს თავზე გადავუსვათ შაქრის გლაზური (სიროფი), ან მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.