კიდევ ერთი გემრიელი დესერტი ანა კოსტავასგან საჭირო მასალა:
250 მარგარინი;
100 გრ. შაქარი;
100 მლ. წყალი;
1 ჩ/კ საფუარი;
1 ჩ/კ სოდა-ძმრით;
1 შეკვრა ვანილი;
დაახლოებით 4 ჭიქა ფქვილი;
ნებისმიერი ხილის ჯემი.
გულისთვის:
0,5 ჭ. ფქვილი;
0,5 ჭ. შაქარი;
70 გრ. მარგარინი;
ვანილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
მარგარინი, შაქარი და ვანილი გავთქვიფოთ, დავამატოთ თბილ წყალში გახსნილი საფუარი, სოდა-ძმრით, დაახლოებით 4 ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
ხელით კარგად დავამუშაოთ ,სანამ ელასტიურ მასას არ მივიღებთ.
ცომს დავაფაროთ თავზე და გავაჩეროთ ნახევარი საათი, შემდეგ გავყოთ ორ ნაწილად.
მოვამზადოთ გული:
ფქვილი დავყაროთ ტაფაზე და მოვხალოთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ დავამატოთ მარგარინი, აურიოთ კარგად და გადმოვდგათ. შევურიოთ შაქარი, ვანილი გემოვნებით.
სამუშაო მაგიდაზე დავაფინოთ ცელოფანი, მოვაყაროთ ფქვილი და მასზე გავიყვანოთ ცომის ერთი ნაწილი, გადავუსვათ თხლად ნებისმიერი ჯემი (ჯემს სურვილისამებრ დავამატოთ ცოტა დარიჩინი) და მოვაყაროთ წინასწარ მომზადებული ფხვიერი მასა. ცელოფნის დახმარებით გადავახვიოთ ცომი რულეტივით, ცელოფანი კი, გზა და გზა ავაცალოთ. ამავე წესით ვამზადებთ მეორე რულეტს და ორთავეს მოვათავსებთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე, შევდგამთ ღუმელში და გამოვაცხობთ 200 გრადუსზე.