გემრიელი და ძალიან ლამაზი ბოსტნეულის სალათი - მშობლები

გემრიელი და ძალიან ლამაზი ბოსტნეულის სალათი

2016-06-02 17:17:01+04:00

სადღესასწაულო სუფრას საოცრად გაალამაზებს ეს კერძი მომზადება:

ბადრიჯანი დავჭრათ თხელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 1 საათი, შემდეგ გავწუროთ და შევწვათ ზეთში. ამოვარჩიოთ 9-10 ლამაზი ბადრიჯნის ნაჭერი, დანარჩენი კი ავწეწოთ და შევანელოთ ნიგვზიანი სუნელით (ნიგოზი+მოთუსჰული ხახვი+ნიორი+სურვილისამებრ მწვანილი+ხმელი სუნელები+ცოტა ძმარი,მარილი და პილპილი).

გულსართად მომზადებული ბადრიჯანი მოვათავსოთ დიდ თეფშზე გორასავით, გარედან კი ლამაზად დავაფინოთ ბადრიჯნის ნაჭრები (დავფაროთ სულ). ორი ნაჭერი ბადრიჯანი გადავახვიოთ და დავადოთ სალათს თავზე ვარდივით.

mshoblebi