აჩმა ლავაშით - უმარტივესი და უგემრიელესი რეცეპტი
აჩმა ლავაშით - უმარტივესი და უგემრიელესი რეცეპტი
ლავაშით ბევრი რამ მზადდება - ვრეპები, რულეტები და თურმე, აჩმაც. გამოცდილმა დიასახლისებმა გვიამბეს, თავად როგორ აცხობენ:

მაშ ასე, 4 ულუფისთვის დაგჭირდებათ:
1 შეკვრა ლავაში
1 ჭიქა რძე
2 ცალი კვერცხი
200 გრამი ყველი
30 გრამი კარაქი

მომზადება:
ყველი მსხვილად გახეხეთ. ათქვიფეთ კვერცხი რძეში და დაუმატეთ ყველი.
ცხიმწასმულ ლანგარზე გაშალეთ 2 ცალი სომხური ლავაში, წაუსვით მომზადებული ნაზავი. ასე გააკეთებთ რამდენ ფენასაც გინდათ, იმდენს. ზემოდან დააფარებთ ბოლო ფირფიტას, შემოუკეცავთ გვერდებს და თხლად წაუსვამთ დარჩენილ ნარევს, ან მხოლოდ კვერცხის გულს ან მხოლოდ გახეხილ ყველს, გემოვნების მიხედვით.
შედგამთ ღუმელში 15 წუთით, სანამ კანი არ გაუოქროსფერდება.
mshoblebi
ასევე კეთდება მეორენაირად, კიდევ უფრო მარტივად:
ცხიმწასმულ ლანგარზე გაშლით 2 ცალი სომხურ ლავაშს, წაუსვამთ მაწონს, დააყრით
გახეხილ ყველს და კუბიკებად დაჭრილ კარაქს.
ფენებს რამდენსაც გინდათ გააკეთებთ და ყველსაც რამდენ ფენაშიც გინდათ, იმდენში მოაყრით. 
22514
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?