ძალიან ადვილი, ფუმფულა და გემრიელი ვაშლის და შოკოლადის ნამცხვარი - მშობლები

ძალიან ადვილი, ფუმფულა და გემრიელი ვაშლის და შოკოლადის ნამცხვარი

2016-09-14 14:39:36+04:00

ძალიან გემრიელი ნამცხვარი ანა კოსტავას რეცეპტით ძალიან გემრიელი ნამცხვარი ანა კოსტავას რეცეპტით:

დაგვჭირდება:

5 კვერცხი;

2 ჭ. შაქარი;

200 გრ. რბილი მარგარინი(ან კარაქი);

1 შეკვრა ვანილი;

1 ჭ.(200 გრ.) მაწონი;

1 შეკვრა(16 გრ.) გამაფხვიერებელი, ან 1 ჩ/კ სოდა-ძრით;

4 ს/კ კაკაო;

2,5 ჭ. ფქვილი;

5 ცალი ვაშლი.

მომზადების წესი:

კვერცხი, შაქარი,ვანილი და მარგარინი გავთქვიფოთ კარგად, დავამატოთ მაწონი და ბოლოს- ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი.

ცომის მასა მოვათვსოთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე და თავზე დავაწყოთ თხლად დაჭრილი ვაშლის ნაჭრები.

გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე.