ორგანიზმის დიდხანს დანაყრება შეუძლია, შიმშილი დიდხანს არ შეგაწუხებთ იცით, რომ უმაღლესის კლასის შეფ-მზარეულს კვერცხისგან 100 განსხვავებული კერძის მომზადება შეუძლია?.. კვერცხი ცილით მდიდარი და სასარგებლო პროდუქტია. როგორც სხვა ცილოვან პროდუქტს, ორგანიზმის დიდხანს დანაყრება შეუძლია, შიმშილი დიდხანს არ შეგაწუხებთ.
საუზმე ბეკონითა და ბოსტნეულით (1 პორცია)
2 ცალი კვერცხი;
20 გრამი ბეკონი;
10 გრამი წვრილად დაჭრილი ხახვი;
20 გრამი ტკბილი წიწაკა;
3 ტომატი ან რაიმე საწებელი
ზეთი შესაწვავად;
კურკუმა _ ფერისთვის;
მარილი და პილპილი _ გემოვნებით.
მოზადება:
1. ათქვიფეთ კვერცხი. დაუმატეთ საწებელი.
2. ტაფაზე შეწვით ბეკონი დაუმატეთ ბოსტნეული, სანელებლები და მოთუშეთ.
3. მოასხით კვერცხი და გამოაცხვეთ სასურველ კონსისტენციამდე.
საუზმე ქათმის ხორცით
ინგრედიენტები (4 პორციაზე)
200 გრამი დაქუცმაცებული ქათმის ფილე;
1/2 ჭიქა წვრილად დაჭრილი პომიდორი, საკუთარი წვენით;
1 ჩ/კ საწებელი
1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი;
4 ცალი კვერცხი;
1/3 გახეხილი ყველი;
ლავაში
მომზადება:
1. ქათამს დაუმატეთ პომიდორი და სწებელი. მოათავსეთ მცირე ზომის ქვაბში და დადგით გაზზე დაბალ ცეცხლზე. თუშეთ 5 წუთი, წვენი უნდა აორთქლდეს, ხორცი _ მომზადდეს.
2. გააცხელეთ ტაფა. მოასხით ზეთი, ათქვეფილი კვერხი და მორევით მიიყვანეთ მომზადებამდე.
3. გაშალეთ ლავაშები, თითოეულში ჩადეთ 1 ს/კ მზა კვერცხი, ზემოდან მოათავსეთ ქათმის ფილე და გახეხილი ყველი.
4. დაახვიეთ ლავაში და მიირთვით საუზმეზე ან წაიღეთ წასახემსებლად.
ინგრედიენტების მომზადება _ 15 წუთი;
კერძის მომზადება _ 15 წუთი.
კვერცხის ღვეზელი
ინგრედიენტები:
3 ცალი კარტოფილი;
1 ცალი სატაცური;
2 ცალი დაჭრილი სტაფილო;
1/2 ჭიქა ბარდის კონსერვი;
2 ცალი დაჭრილი ხახვი;
6 ცალი კვერცხი;
1 ჭიქა დაბალცხიმიანი ნაღები;
100 გრამი გახეხილი ყველი ;
მომზადება:
1. გაზქურა გაათბეთ 180 გრადუსამდე.
2. 22 სანტიმეტრის დიამეტრის ფორმას წაუსვით ზეთი.
3. სტაფილო და კარტოფილი მარილიან წყალში 5 წუთი მოხარშეთ. მოწალეთ სატაცური. გადაწურეთ ბოსტნეული.
3. ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ ნაღები, გახეხილი ყველი, ბარდა, დაჭრილი ხახვი,
4. დაჭერილით ბოსტნეული ერთმანეთში კარგად გადაურიეთ, მოასხით კვერცხი და კარგად ამოურიეთ.
5. გადაიტანეთ ფორმაში.
გამოახვეთ 40 წუთი, სანამ კვერცხი არ გამზადდება.