უგემრიელესი ფუნთუშა ანა კოსტავასგან
უგემრიელესი ფუნთუშა ანა კოსტავასგან
საჭირო მასალა
ცომისთვის:
500 გრ. ფქვილი;
1 ს/კ საფუარი;
მწიკვი მარილი;
100 გრ. შაქარი;
1 შეკვრა ვანილი:
2 კვერცხი;
1/4 ლ. რძე;
50 გრ. კარაქი;
1 ლიმონის ცედრა.

ამას გარდა დაგვჭირდება:
40 გრ. შაქარი:
50 გრ. კარაქი.

მომზადების წესი:
თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, შევურიოთ 4 ს/კ ფქვილი, მწიკვი შაქარი, თავზე დავაფაროთ და გავაჩეროთ 30 წთ.
ფქვილი, შაქარი, ვანილი, ლიმონის ცედრა და მწიკვი მარილი აურიოთ ერთმანეთში, დავამატოთ კვერცხი, რბილი კარაქი, შემდეგ
საფუარიანი მასა და მოვზილოთ ფაფუკი ცომი (ცომი არ უნდა იყოს მაგარი, ხელზე ოდნავ უნდა გვეწებებოდეს. ნახევარი კილო ფქვილი იქნებ მთლიანად არ დაგვჭირდეს და სჯობს თავიდანვე მოვაკლოთ ცოტა და თუ საჭირო გახდა ბოლოს დავამატოთ). ცომს დავაფაროთ თავზე და ვაცადოთ ამოსვლა (3-4 საათი).
ამოსული ცომი ჩავზილოთ და გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე, გავიყვანოთ და მოვათავსოთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე. თავზე ალაგ-ალაგ დავაწყოთ კარაქის პატარა ნაჭრები და გავაჩეროთ კიდევ 10-15 წუთი. შემდეგ მოვაყაროთ შაქარი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.
5562
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?