სტაფილოსა და ბრინჯის სუპ-პიურე - 6 თვიდან - მშობლები

სტაფილოსა და ბრინჯის სუპ-პიურე - 6 თვიდან

2016-11-08 05:11:56+04:00

სასარგებლო წვნიანები ბავშვებისთვის 6 თვიდან ინგრედიენტები:

რძე - 50 მლ.

ბრინჯი - 25 გრ.

სტაფილო - 100 გრ.

კარაქი - 5 გრ.

შაქარი

მარილი

მომზადება:

კარგად გაწმენდილი და გარეცხილი სტაფილო დაჭერით პატარა კუბებად, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი, დაამატეთ კარაქი და შაქარი, დააფარეთ თავსახური და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ ჩაუმატეთ ბრინჯი და ადუღეთ 45-50 წთ. პერიოდულად ურიეთ. მოხარშული სტაფილო და ბრინჯი გაატარეთ ბადეში. მიღებულ მასას დაუმატეთ ცხელი რძე სასურველ სისქის მიღებამდე. გემოვნებით დაუმატეთ მარილი.