საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია სალათ ოლივიეს გარეშე. საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია სალათ ოლივიეს გარეშე. ამ კერძის მომზადება ერთი შეხედვით ძალიან მარტივია, თუმცა, არსებობს ნიუანსები, რომელთა გათვალისწინების გარეშეც ის ისეთი გემრიელიც ვერ გამოვა და შესაძლოა, მავნებელიც კი გახდეს.
გთავაზობთ ცნობილი შეფ-მზარეულების რჩევებს, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ ამ ტრადიციული სალათის მომზადებისას.
როგორ მოვამზადოთ სწორად სალათა ოლივიე
შეცდომა #1
ნუ შეკმაზავთ სალათს მხოლოდ მაიონეზეით. რა თქმა უნდა, მოსახერხებელია, გამზადებული მაიონეზით კერძის შეზავება, მაგრამ ამის გამო სალათა მძიმე და ზედმეტად ნოყიერი გამოვა. უკეთესი იქნება, თუკი მაიონეზს არაჟნით ან ნაღებით გაანეიტრალებთ.
ასევე მაიონეზის ჩანაცვლება შეგიძლიათ იოგურტით: ასე მომზადებული სალათა ბევრად სასარგებლოა და თამამად შეგიძლიათ აჭამოთ ბავშვებსაც.
თუკი რესტორნის დონის ოლივიეზე გაქვთ პრეტენზია, აჯობებს სალათა შინ მომზადებული მაიონეზით შეაზავოთ: ის შესანიშნავად ინახება 2-3 დღე, ასე რომ, შეგიძლიათ სოუსი წინასწარ გააკეთოთ.
სოუსით შენელება კი უმჯობესია უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ.
შეცდომა #2
სალათში საექიმო ძეხვის დამატება - უპატიებელი შეცდომაა.
ძირითადი ინგრედიენტები შემდეგი სიიდან აარჩიეთ: საქონლის, ღორის ან ქათმის ხორცი.