"ორეო" ბავშვებში საოცრად პოპულარულია ნამცხვარი "ორეო" ბავშვებში საოცრად პოპულარულია. იმის გათვალისწინებით, რომ არცთუ იაფი ღირს და თანაც ხელოვნური დანამატებით მზადდება, კარგი იქნებოდა, მისი შინ დამზადება შეგვეძლოს. ამაზე გამოცდილმა კულინარებმაც იფიქრეს და "ორეოს" შინაური რეცეპტიც შეიმუშავეს. გთავაზობთ ამ ვარიანტს.
დაგჭირდებათ:
ფქვილი 150 გრ
კარაქი 115 გრამი
კაკაო 50 გრ
შაქარი 150 გრ
ვანილი
1 კვერცხი
გამაფხვიერებელი 5 გრ
შაქრის პუდრა 140 გრ
რძე 25 მლ
მომზადება:
1. აურიეთ ერთმანეთში ფქვილი და კაკაო
2. 90 გრ კარაქი ათქვიფეთ შაქართან ერთად
3. დაამატეთ 1 კვერცხი და ათქვიფეთ მიქსერით
4. შეურიეთ ერთმანეთში მშრალი ინგრედიენტები და კარაქიან-კვერცხიანი ნარევი ხის კოვზით
5. მოზილეთ ცომი
6. გაყავით 2 ნაწილად და შედგით მაცივარში 30 წუთით
7. 25 გრამი კარაქი აურიეთ შაქრის პუდრაში
8. დაამატეთ რძე და ვანილი. ათქვიფეთ მიქსერით
9. კრემი მოატავსეთ მაცივარში
10. გააბრტყელეთ ცომი საცხობ კალკის ქაღალდზე და ჭიქით ამოჭერით რგოლები
11. რგოლები კალკჯადაფენილ საცხობ ლანგარზე გადაიტანეთ
12. აცხვეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთი
13. თითოეულ წრეს კრემი წაუსვით და ზემოდან მეორე დააფარეთ
თქვენი ორეო მზადაა
წაიკითხეთ: როგორ დაამზადოთ "ნუთელა" შინ