საკუთარ რეცეპტებს უამრავი დიასახლისი უზიარებს ერთმანეთს სოციალურ ქსელში საკუთარ რეცეპტებს უამრავი დიასახლისი უზიარებს ერთმანეთს. მათ შორისაა ეს მარწყვის ჯემი, რომელიც ჯგუფ "დედების სამზარეულოში" გამოჩნდა. გთავაზობთ ამ რეცეპტს.
"საოცარი ,ხასხასა მარწყვის ჯემი ჩვენი ნინი მათურელისგან:
3,5 კგ გარეცხილ და დაჭრილ მარწყვს დავაყარე ფენა ფენად 1,100 კგ შაქარი. დავაფარე თავზე და გავაჩერე დილამდე (საღამოს გავამზადე) ცალკე გავამზადე 45 გრ პექტინი, შევურიე 50 გრ შაქარი და 15 გრ ლიმონმჟავა.
დილით უკვე კარგად იყო გამდნარი შაქარი. დავდგი ცეცხლზე. რომ წამოდუღდა, ცოტა დავაბლენდერე. ძალიან არა. მიყვარს რომ მხვდება ხილის ნაჭრები. ჩავაყარე პექტინიანი საქარი და ხელის სათქვეფით მოვურიე. ვადუღე 5-6 წუთი და გამოვრთე. ცოტა სიმჟავე აკლდა და ლიმონის წვენი ჩავაწურე. ჩავასხი სუფთა ქილებში, დავაფარე თავზე და გავუკეთე 20 წუთის სტერილიზაცია. ( ამჯერად ღუმელში გავაკეთე ორთქლის რეჟიმით. ისე იმდენ წყალში უნდა იყოს ქილები, რომ თავზე ფარავდეს, ადუღებიდან 20 წუთში ამოვიღოთ) ცხელი ამოვაბრუნე და თავდაყირა დავტოვე გაცივებამდე.
წლებია ასე ვამზადებ ჯემებს. არ მიყვარს ძალიან ტკბილი. მშვენივრად ვინახავ. არ გამფუჭებია არასოდეს. ასე გავაკეთე გარგრის ჯემიც, ოღონდ უფრო სქელი იყო, კილო ხილზე 10 გრ პექტინი ვუყავი და ლიმონმჟავას ნაცვლად ლიმონის წვენი (ემატება პექტინის მერე)".