რატომღაც ბევრ დიასახლისს ჰგონია, რომ ვაშლატამა მხოლოდ სეზონური საკვებია და მისგან ზამთრის მარაგი არ მზადდება რატომღაც ბევრ დიასახლისს ჰგონია, რომ ვაშლატამა მხოლოდ სეზონური საკვებია და მისგან ზამთრის მარაგი არ მზადდება. სინამდვილეში ვაშლატამას კომპოტი შეუდარებელია, მურაბა კი საოცრად არომატული. ჯემიც შეგიძლიათ მოამზადოთ. ვინაიდან ახლა სეზონია და თანაც საკმაოდ იაფი ხილის გახლავთ, გთავაზობთ ვაშლატამას კომპოტის, მურაბის და ჯემის რეცეპტებს
სხვათაშორის, ვაშლატამას გაფცქვნა არ დაგჭირდებათ. მურაბაც და კომპოტის გაუფცქვნელი ნაყოფისგან უკეთესია.
კომპოტი
მაგარი და მომცრო ზომის ვაშლატმები ქილებში გაანაწილეთ, ისე, რომ ნახევარზე ოდნავ მეტადაც გაავსოს. დააყარეთ იმდენი შაქარი, რამდენლიტრიან ქილაშიც ამზადებთ და გაასტერილეთ 10-15 წუთი (ადუღებიდან).
მურაბა
1 კგ შაქარი 1 კგ ვაშლატამა ვანილი - დაჭერით რბილობი(გაფცქვნა არ უნდა), თუ მოზრდილი ნაჭრებია, დაჩხვლიტეთ ჩანგლით რბილობი.
შაქრით და წყლით მოადუღეთ სამურაბე სიროფი, ჩაყარეთ დაჭრილი ატამი და დღის ბოლომდე ან დილამდე გააჩერეთ. მერე წამოადუღეთ 5 წთ, გააცივეთ, მერე კიდევ წამოდუღეთ 5 წთ, გააჩერეთ და ბოლოს კიდევ წამოადუღებთ და ჩაასხამთ ქილებში. სურვილისამებრ ბოლოს ემატება ვანილი.
ჯემი
2 კგ ვაშლატამა 1,5 კგ შაქარი ½ ჭიქა წყალი ვაშლატამა გაფცქვენით და დაჭერით, დაახით წყალი და მოთუშეთ. თუ ტავადაც ბევრი წვენი გამოუშვა, გადაუწურეთ. როცა მოითუშება, დააბლენდერეთ და დაამატეთ შქარი. ადუღეთ დახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში.