ატმის სეზონი ბევრი დიასახლისის შთაგონების წყაროა
ატმის სეზონი ბევრი დიასახლისის შთაგონების წყაროა. ეს ატმის ტორტიც ერთმა დიასახლისმა სოციალური ქსელით მეგობრებს გაუზიარა და ბევრი ქებაც დაიმსახურა. დარწმუნებული ვართ, ჩვენს მკითხველსაც მოეწონება.
საჭიროა
ტორტის ფორმა 24 24სმ. დიამეტრი 5 კვერცხი 250გრ. შაქარი 250გრ. ფქვილი 5ს/კ ცხელი წყალი ვანილი მარილი მომზადება
კვერცხი,შაქარი, ვანილი და მწიკვი მარილი ავთქვიფოთ კარგად,ნელნელა დავუმატოთ ცხელი წყალი და ვთქვიფოთ 30 წუთი,შემდეგ ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი,ვურიოთ ხის კოვზით, ჩავასხათ ცხიმწასმულ ქაღალდჩაფენილ ფორმაში და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში.( 150 გრადუსზე დაახლოებით 50 წუთი სჭირდება)
კრემი
2 კვერცხი 100გრ შაქარი ნახევარი ქილა შესქელებული რძე 2 ს/კ ფქვილი 250გრ. კარაქი ვანილი კვერცხი,შაქარი და ვანილი ავთქვიფოთ გათეთრებამდე,დავუმატოთ შესქელებული
რძე, შემდეგ - ფქვილი, დავდგათ დაბალ ცეცხლზე, თან ვურიოთ, 3-4წუთის მერე გადმოვდგათ ცეცხლიდან, რომ გაცივდება, დავუმატოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და კარგად ავთქვიფოთ. ბისკვიტი სამად გაყავი და დაშაქრული ატმის წვენით დანამეთ