2022 წელი ვეფხვის წელია და ყველას აქვს საშუალება, დასახულ მიზანს მიაღწიოს. თუმცა, მნიშვნელოვანია, მოინდომოთ და შანსი არ დაკარგოთ. 2022 წელი ბევრ მოულოდნელ და მნიშვნელოვან მომენტს მოგიტანთ და თუ დიდ ყურადღებას ახლობლებსა და საკუთარ თავს დაუთმობთ, მაშინ ბედნიერება და წარმატება თქვენთან ერთად იქნება.
იღბლიანი რიცხვები: 3, 1, 4 (43, 13, 41, 31, 14 - მსგავსი კომბინაცია)
წარმატებული მიმართულებები: სამხრეთი, ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი.
იღბლიანი ყვავილები: შროშანი (ყვითელი), ცინერარია.
რა მოსწონს ვეფხვს?
ვეფხვს თავშეკავებულობა, სიმტკიცე და ფუფუნება უყვარს. წითელი კარგი არჩევანი არ იქნება. არანაირი ხელოვნური ქსოვილი და ნეონის ჩრდილები, უპირატესობა მიანიჭეთ აკვამარინისფერს, ლურჯს, ცისფერს, ფირუზისფერს, ნაცრისფერსა და შავს.
გამოიყენეთ ბიჟუტერია მინიმალური რაოდენობით - გახსოვდეთ, თუ მაინც გინდათ ნამდილად ბრწყინავდეთ, მაშინ აირჩიეთ ძვირფასი, თუმცა მინიატურული სამკაული.
შეგიძლიათ, გამოიყენოთ ვეფხვის ფორმის გულსაკიდებიც, იყიდოთ მისი გამოსახულებით სხვადასხვა ნივთი. არ დაგავიწყდეთ გასული წლის სიმბოლოს შენახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკურენტი ვეფხვს აუცილებლად გააბრაზებს. რაც შეეხება დეკორაციასა და სახლის მორთულობას, ყველაფერი რაც შეიძლება თავშეკავებული და მშვიდი უნდა იყოს. ნათელი ფერები ძალიან მკვეთრად არ უნდა ჩანდეს. უმჯობესია ლურჯი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი და ცისფერი აირჩიოთ. თუ სახლში ვეფხვის ფიგურას დადგამთ, მაშინ ის დამზადებული უნდა იყოს მეტალის, ქაღალდის ან ბუნებრივი ხისგან. არანაირი სინთეზური და იაფი მასალები! რაც ნაკლები - მით უკეთესი - მიჰყევით ამ დებულებას, რადგანაც ვეფხვს მინიმალიზმი და დახვეწილობა მოსწონს და არა პატარა დეტალებით გადატვირთული სივრცე.
ოთახის ცენტრში მოათავსეთ ლამაზი ნაძვის ხე. ცოცხალი, ფუმფულა და ვეფხვის ფორმის ან სიმბოლოს გამოსახულებიანი სათამაშოებით გაფორმებული. შეიძლება სახლი ნაძვისა და ფიჭვის ტოტებითაც მორთოთ.
ბევრი ფიქრობს, რომ რაკი ვეფხვის წელი მოდის, სადღესასწაულო სუფრაზე მხოლოდ ხორცპროდუქტები უნდა იყოს. სინამდვილეში, ასე სულაც არაა. უკეთესია, თუ უპირატესობას მიანიჭებთ ხილს - მანდარინს, ხურმას, ფორთოხალს. თუმცა, ხორცი, რა თქმა უნდა, მენიუდან არ უნდა ამოიღოთ. შეგიძლიათ მოამზადოთ კერძები ღორის, ქათმის, კურდღლის ხორცისგან. მწვანილი, სალათები და სანელებლები აუცილებელია.
მაგიდის გასაფორმებლად უპირატესობა მრგვალ და ოვალურ ფორმებს მიანიჭეთ. წინასწარ მოამზადეთ სასაჩუქრე ყუთები, სადა ხელსახოცები, თეფშები. მაგიდის ცენტრში კი ხილით სავსე კალათა მოათავსეთ.