ეს ხრაშუნა ნამცხვრები ძალიან უხდება ჩაის დაგჭირდებათ:
ფქვილი -2ჭიქა
თაფლი - 3 სუფრის კოვზი
შაქარი - 80 გრ.
სოდა -1/4 ჩაის კოვზი
მწიკვი მარილი
კარაქი - 50 გრ.
რძე - 100გრ.
ვანილი - ერთი შეკვრა
მომზადება:
1. ერთად აურიეთ: შაქარი, ფქვილი, სოდა და მარილი. შეურიეთ დარბილებული კარაქი, დაამატეთ თაფლი, რძე და ვანილი და ურიეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ცომი არ შეიკვრება.
2. გააგრილეთ და გააბრტყელეთ ცომი, ამოჭერით ფორმები და დანის წვერით ჩაჩხვლიტეთ.
3. მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა.
გამოაცხვეთ 10-15 წუთი 200 გრადუსზე.