ამ რეცეპტის მიხედვით ცალკე მარილწყალი არ მზადდება სეთი წესით მომზადებულ მწნილს სტერილიზაცია არ სჭირდება და ჩვეულებრივ ინახება ზამთრისთვის. ჩვენ წარმოგიდგენთ პროპორციებს ლიტრიანი ქილისთვის. საჭიროების შემთხვევაში პროპორციებს შეცვლით ქილის ტევადობისა და გემოვნების შესაბამისად. მაგალითად სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მწვანილები, ნიორი ან პილპილი გამოიყენოთ მეტი ან ნაკლები. მწნილს დაუმატოთ სტაფილო ან ბულგარული წიწაკა. რაც შეეხება მარილს და ძმარს, მის რაოდენობას ზრდით ჭურჭლის მოცულობის შესაბამისად - ორლიტრიან ქილაზე 2 ს/კ მარილი და 2 ს/კ ძმარი, სამლიტრიან ქილაზე 3 ს/კ მარილი და 3 ს/კ ძმარი და ასე შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ ამ რეცეპტის მიხედვით ცალკე მარილწყალი არ მზადდება, მარილს და ძმარს მდუღარე წყლის მეორედ დასხმამდე ათავსებთ პირდაპირ ქილაში და შემდეგ ასხამთ წყალს.
მასალა
პომიდორი - 500 გრ
კამა (აყვავებული) - 3-4 ღერი
ნიახური - 5-6 ღერი
ოხრახუში -5-6 ღერი
ნიორი - 5-6 კბილი
დაფნის ფოთოლი - 1-2 ცალი
შავი პილპილის მარცვლები გემოვნებით
მარილი - 1 ს/კ (თავმოუბმელი)
ძმარი - 1 ს/კ
შაქარი - 1 ჩ/კ
მომზადება
კარგად გარეცხილი პომიდორი ჩანგლით დავჩხვლიტოთ ერთ-ორ ადგილზე (ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მდუღარეს დასხმის დროს კანი არ დაუსკდეს). გაგრძელება