ვინ იყო გოგონა, რომელიც რუსთავში, ცხვირის ოპერაციამდე გარდაიცვალა? - მშობლები

ვინ იყო გოგონა, რომელიც რუსთავში, ცხვირის ოპერაციამდე გარდაიცვალა?

2019-09-18 15:09:31+04:00

გო­გო­ნა, რო­მელ­საც რუს­თა­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ცხვი­რის ოპე­რა­ცია უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა და ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე, ნარ­კო­ზის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა 19 წლის მარიამ სალაყაია. ამის შესახებ ინფორმაცია mshoblebi.ge -ს ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, დავით გოგოძის ინფორმაციით, გოგონას გარდაცვალების მიზეზი ანაფილაქსიური შოკი გახდა, რომელიც ორგანიზმში ნოვოკაინის შეყვანისთანავე განვითარდა.გო­გო­ნას რე­ა­ნი­მი­რე­ბას 9 სა­ა­თი ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.
მი­სი­ვე თქმით, ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე პა­ცი­ენტს მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე შე­სა­ბა­მი­სი სინ­ჯი ჩა­უ­ტარ­და და შე­დე­გე­ბი ოჯა­ხის წევ­რებ­საც გა­აც­ნეს.
არსებული ინფორმაციით, მარიამი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.