ახალი კორონავირუსისგან თავდასაცავად არაერთი გაფრთხილება და რკომენდაცია ვრცელდება. ბოლო დროს სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია გაფრთხილება, რომელიც მოგვიწოდებს, რომ პირი და ყელი არ უნდა გვქონდეს მშრალი და ყოველ 15 წუთში წყალი მოსვათ, რათა ვირუსი კუჭნაწლავში მოხვდეს და სასუნთ გზებში არ გავცელდეს. ამ კითხვას პალიტრანიუსის ეთერში მიწვეულმა ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა უპასუხა:
"ჩვეულებრივი, ცივი წყლის სმა ვერ შეუშლის ხელს კორონავირუსისგან დაინფიცირებას, თბილი ან ცხელი სითხეების, ჩაის, ყავის ხშირი მოხმარება დღის განმავლობაში, პრევენციის ერთ-ერთ ვარიანტად შეიძლება ჩაითვალოს" - განაცხადა რევაზ მეჭურჭლიშვილმა.
რაც შეეხება ნიორს, მისივე თქმით, ნივრის ანტიბაქტეული თვისებები დადასტურებულია, თუმცა ვირუსის წინააღმდეგ მისი მოქმედების შესახებ დადასტურებული ცნობები არ არსებობს.