როგორ უკრავენ ქართველები ექიმებს "მადლიერების ტაშს" - ემოციური კადრები აივნებიდან
საქართველოში ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად აქცია "მადლიერების ტაში" გაიმართა. ამ ფორმით მოქალაქეებმა ზუსტად 21:00 საათზე მადლიერება გამოხატეს სამედიცინო სფეროში დასქმებულთა მიმართ. ტაშთან ერთად გაისმა საქართველოს ჰიმნიც.

აქციით მოქალაქეებმა სამედიცინო პერსონალთან ერთად, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიც გაამხნევეს.

"მადლიერების ტაში“ მიეძღვნა არამხოლოდ ქართველ ექიმებს, არამედ მსოფლიო მასშტაბით ყველა მედიკოსს.

აქცია მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივითა და "სექტორ 3”-ის თანაორგანიზებით გაიმართა.
ვიდეო სოციალურ ქსელში ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გაავრცელა.
304
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
მადლიერების გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია ..არამარტო ექიმებს ეკუთვნით ტაში არამედ ყველას ვინც საჯარო სფეროში მუშაობს და ყველაზე მეტად სამ ჭკვიან ადამიანს
20:33 / 19-03-2020

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?