"რთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ ამას გაგებით ეკიდება"
ცნობილი ქართველი ძალოსანი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაქორწინდა. მისი რჩეული ანა დემურიაა. დაოჯახების შესახებ სპორტსმენმა თავად აცნობა საზოგადოებას სოციალური ქსელიდან.
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ტალახაძემ აღნიშნა, ანა მან ბათუმში დაახლოებით ერთი წლის წინ გაიცნო.
"ბათუმში, დაახლოებით ერთი წლის წინ გავიცანი. გოგო პირველ რიგში გარეგნულად უნდა მომეწონოს, მისი ხასიათით მერე ვინტერესდები. ტიპური ქართველი მამაკაცი ვარ, ტრადიციების მოყვარული და დამცველი. ურთიერთობაში მთავარი გაგებაა. როცა ვიცი, შეყვარებული ჩემს სურვილებს ითვალისწინებს, ძალიან მიხარია. ეს გოგო სწორედ ამის გამო შემიყვარდა. რთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ ამას გაგებით ეკიდება".