"ყოველ ღამე მესიზმრება ნათია ხელს როგორ მიქნევს და მეუბნება, წადიო" - კომაში მყოფი მშობიარე გარდაიცვალა
"ყოველ ღამე მესიზმრება ნათია ხელს როგორ მიქნევს და მეუბნება, წადიო" - კომაში მყოფი მშობიარე გარდაიცვალა
26 წლის მშობიარე, რომელმაც შვილი საკეისრო კვეთით გააჩინა და თითქმის 2 თვე კომაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა.
როგორც ოჯახის ახლობელი, თაკო აბაშიძე mshoblebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ნათიას გულმა უღალატა.
"უკვე ოპერაციისთვის ამზადებდნენ, მაგრამ გულმა ვეღარ გაუძლო... წუხელ დამირეკა ნათიას მეუღლემ და მითხრა ეს საშინელი ამბავი. განადგურებულები ვართ, არ ვიცი, რა ეშველებათ. ნათიას მეუღლეც ცოცხალს აღარ ჰგავს, ისეთ დღეშია. თოთო ბავშვით ხელში მარტო დარჩა. ამბობდა, ყოველ ღამე მესიზმრება ნათია ხელს როგორ მიქნევს და მეუბნება, წადიო. სულ პანიკაში იყო და რომ გაიღვიძებდა, მაშინვე ნათიას ეძებდა. მთელი ორგანიზმით
გრძნობდა, ალბათ, რომ ვერ გადარჩებოდა ნათია... ყოველმხრივ, მათ შორის სამართლებრივადაც, ვიბრძოდით, სამი დღის წინ შევიტანეთ პროკურატურაში საჩივარი... სამწუხაროდ, ნათიას გულმა ვეღარ გაუძლო, თორემ ტვინში შეშუპება უკვე კლებას იწყებდა და ძმა თურქეთიდან რეკავდა ძალიან გახარებულები ვართ, პროფესორი ამბობს, უკეთესობა არისო. პროფესორს თავიდანვე უთქვამს, გულმა თუ გაუძლო, ყველაფერი კარგად იქნებაო... წუხელ გადმოასვენეს ნათია. კლინიკამ ხარჯები მთლიანად თავს თავზე აიღო. ამ მხრივაც გვჯობნიან თურქი ექიმები. ყველაფერი მაქსიმალურად მაღალ დონეზე გააკეთეს, თან გადაგვყვნენ, მაგრამ ნათია განწირული ყოფილა...".
ნათიას საკეისრო კვეთა სპინალური გაუტკივარებით გაუკეთეს. როგორც თაკო აბაშიძე ერთ-ერთი ინტერვიუს დროს აცხადებდა, მანიპულაციის დროს ვერ მოხვდნენ ხერხემალში, შემდეგ ისევ ნარკოზი გაუკეთეს. რამდენიმე საათის შემდეგ მშობიარემ ხელ-ფეხის დაბუჟება იგრძნო და კომაში ჩავარდა.
მანანა გაბრიჭიძე
29690
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
0
Ratom ashinebt sxvas vinc awi unda gaiketos, yvela nu profesorobt. Tqveni azri daitovet tqventvis. Spinaluri araa dges gasakviri yvela rom ibralebs codnas da araprofesionalebi eqsperimentebs atareben esaa gasakviri . Nu iketebto da chvenc gavachineto saukunebis win tivashic achendnen da davbrundet ukan
10:29 / 05-06-2018
nanka-ს
5
სამძიმრის წერას არავინ გავალებთ და თუ წუხდებით მაგ წერითაც, ნუ წერთ საერთოდ ნურაფერს. საკეირსო ძალიან იშვიათ შემტხვევებში კეთდება უკვე სრული ნარკოზით და ძირითადად კეთდება სპინალური გაუტკივარებით. ეს მშობიარეს არჩევანი არაა, გაუტკივარების გარეშე დანას დაისვამთ ტქვენ მუცელზე? თურმე ჩვენი, პაციენტების ბრალია საოპერაციო მაგიდებზე რომ ვიხოცებით და არა დაუდევარი ექიმების. რას არ გაიგებ რაა.
17:35 / 01-06-2018