"მაგას ჩემი შვილი არ ჩაიდენდა" - რას ამბობს ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედა
"მაგას ჩემი შვილი არ ჩაიდენდა" - რას ამბობს ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედა
ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

"ქრონიკა" სოფელ წილკანში ბრალდებულის დედას ესაუბრა. მისი თქმით, მის შვილს დანაშაულთან კავშირი არ აქვს.

"დარწმუნებული ვარ, მაგას ჩემი შვილი არ ჩაიდენდა, ძალიან ვთხოვ შინაგან საქმეთა
სამინისტროს გამოიძიოს ეს ამბავი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემი შვილის გაკეთებული არ არის. ბოლოს მას 7 ივლისს ველაპარაკე, დამირეკა, მოვიკითხე როგორ ხარ მეთქი, მე ძალია არის. ბოლოს მას 7 ივლისს ველაპარაკე, დამირეკა, მოვიკითხე როგორ ხარ მეთქი, მე ძალიან კარგად ვარო, აქ ძალიან დიდი უბედურება მოხდაო, ტურისტები დახოცესო, ეგ იყო ჩვენი ლაპარაკი", - ამბობს ბრალდებულის დედა.

ოჯახის ახლობელის თქმით, დაკავებული ხადას ხეობაში სამუშაოდ ოჯახის დასახმარებლად წავიდა: "ბავშვი ისე გაიზარდა, გამარჯობის თქმაც კი ერიდებოდა, ისეთი საცოდავი იყო. მამა ავადმყოფი ჰყავს, გაჭირვებული ოჯახია და ოჯახს რომ დახმარებოდა იმიტომ წავიდა".
1449
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?