"ქრონიკა" სოფელ წილკანში ბრალდებულის დედას ესაუბრა. მისი თქმით, მის შვილს დანაშაულთან კავშირი არ აქვს.
"დარწმუნებული ვარ, მაგას ჩემი შვილი არ ჩაიდენდა, ძალიან ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოიძიოს ეს ამბავი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემი შვილის გაკეთებული არ არის. ბოლოს მას 7 ივლისს ველაპარაკე, დამირეკა, მოვიკითხე როგორ ხარ მეთქი, მე ძალია არის. ბოლოს მას 7 ივლისს ველაპარაკე, დამირეკა, მოვიკითხე როგორ ხარ მეთქი, მე ძალიან კარგად ვარო, აქ ძალიან დიდი უბედურება მოხდაო, ტურისტები დახოცესო, ეგ იყო ჩვენი ლაპარაკი", - ამბობს ბრალდებულის დედა.
ოჯახის ახლობელის თქმით, დაკავებული ხადას ხეობაში სამუშაოდ ოჯახის დასახმარებლად წავიდა: "ბავშვი ისე გაიზარდა, გამარჯობის თქმაც კი ერიდებოდა, ისეთი საცოდავი იყო. მამა ავადმყოფი ჰყავს, გაჭირვებული ოჯახია და ოჯახს რომ დახმარებოდა იმიტომ წავიდა".