ოჯახში ერთი ადამიანის მუშაობა კი დღევანდელი ანაზღაურებების პირობებში, ყველამ ვიცით, რა რთულიცაა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ოჯახის პრობლემაა. დედები, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, უდროობის გამო ვერ ახერხებენ დაწესებულ გრაფიკებს მოერგონ. ამიტომ ოჯახის რჩენა მთლიანად მამაკაცებს უწევთ. ოჯახში ერთი ადამიანის მუშაობა კი დღევანდელი ანაზღაურებების პირობებში, ყველამ ვიცით, რა რთულიცაა.
ამის გამოა, რომ დასაქმებული ადამიანებიც კი მუდმივად ეძებენ უკეთეს სამსახურს, ახალგაზრდები კი ცდილობენ, ადრევე დაიწყონ მუშაობა, რათა კარიერული წინსვლის დრო და საშუალება ჰქონდეთ.
როცა დასაქმება ასეთი აქტუალური პრობლემაა, ვფიქრობთ, მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ის საშუალებები, რასაც სახელმწიფო დასაქმების მსურველებს და სამსახურის მაძიებლებს სთავაზობს.
ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებს. აქვე უნდა განვმარტოთ, რომ ეს არ ეხება მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ან უმუშევრებს. დასაქმების პროგრამაში ჩართვა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ვისაც სამუშაოს შოვნა უნდა ან მუშაობს, მაგრამ უკეთეს სამსახურს ეძებს.
საიტზე რეგისტრაცია უფასოა.
ამ ცენტრებში თქვენ დაგაკავშირებენ და შუამავლობას გაგიწევენ დამსაქმებლებთან, გაგიწევენ კონსულტაციას, თუ როგორ შეადგინოთ რეზიუმე, როგორ წარმართოთ გასაუბრება და ა.შ.
დაგიგეგმავენ კარიერას.
კარიერის დაგეგმვის მომსახურება ითვალისწინებს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ყველა დაინტერესებული პირის მომსახურებას, რაც მათ საშუალებას მისცემს, მართონ საკუთარი კარიერა და შეუსაბამონ:
საკუთარ მისწრაფებებს; ინტერესებს; კომპეტენციებს; პირად თვისებებს; კვალიფიკაციასა და შესაძლებლობებს.
მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად შეგიძლიათ ეწვიოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდს.