"რით ვანუგეშოთ დედაშენი? ჩემო უნიჭიერესი გოგო" გუშინ ტრაგიკულად დაღუპული 8 წლის გოგონას, ნანიკო ბერიაშვილის მასწავლებელმა, გორის მე-5 საჯარო სკოლის პედაგოგმა ცირა ხუბულურმა "ფეისბუქზე" გოგონას ნაწერი გაავრცელა, რომელშიც ის გარდაცვლილ ბიძას იხსენებს. როგორც ცნობილია, ნანიკოს ბიძა შარშან კასპის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
"რით ვანუგეშოთ დედაშენი? ჩემო უნიჭიერესი გოგო! ბრძენს ვეძახდი, ისეთი აზრები მოსდიოდა ლამაზ თავში, კლასში ლიდერი იყო, ახლაც სკოლაში შეჯიბრი უნდა ყოფილიყო, ტვინების ბრძოლა და ნანიკო კაპიტანი იყო გუნდის! დიდი დანაკლისი განიცადა მე-5 სკოლამ! ყველამ ერთად გამოვიძიოთ და ვიპოვოთ ის არაკაცი!" - წერს ცირა ხუბულური.