რატომ და ვის გამო მიატოვა გრიგოლ ვაშაძე ყოფილმა ცოლმა?
რატომ და ვის გამო მიატოვა გრიგოლ ვაშაძე ყოფილმა ცოლმა?
ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნდა სტატია ერთ-ერთი კანდიდატზე, გრიგოლ ვაშაძეზე, რომლის წარსულიც საკმაო ბურუსითაა მოცული და გასაიდუმლოებული. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

როგორც სტატიიდან ვიგებთ, გრიგოლ ვაშაძე დაიბადა 1958 წელს, 19 ივლისს, თბილისში...
1975 წელს გრიგოლ ვაშაძე მოსკოვში გადასახლდა. 1978 წელს გრიგოლ ვაშაძემ ცოლად მოიყვანა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ალხიმოვის ქალიშვილი, ნატაშა ალხიმოვა. მათ 1979 წელს ვაჟი შეეძინათ.

საბჭოთა იმპერიის მთავარი ბანკირის სიძეობა სახუმარო საქმე არ გახლდათ. 1981 წელს, გრიგოლმა გავლენიანი სიმამრის დახმარებით დაიწყო მუშაობა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში. თავდაპირველად, უცხოეთში
მიმავალი დელეგაციების თანმხლებად, შემდეგ კი კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების მიმართულებით, სადაც საბჭოთა კავშირი მხოლოდ სანდო კადრებს ნიშნავდა. თუმცა, ვაშაძის კარიერული წინსვლა (და არა მხოლოდ მისი, არამედ სიმამრისა და მამის) ერთმა ამბავმა შეაფერხა, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ. ამ ამბის შემდეგ ის გადავიდა საბჭოთა კავშირის დიპლომატიური აკადემიის ასპირანტად.

შვილები
უკვე აღვნიშნეთ, რომ გრიგოლ ვაშაძეს პირველ მეუღლესთან, ნატაშა ალხიმოვასთან 1979 წელს ვაჟი შეეძინა. ნოდარი უკვე 39 წლისაა. მის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ის რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვში ცხოვრობს, ამასთან,
ნოდარი ევროპაში მამის ღვინის კომპანიის (Georgia Arts Managment და Gregori Vashadze and BR.) წარმომადგნელია. ნოდარი დაოჯახებულია და ერთი შვილი ჰყავს.

ცოლის გაქცევა
ზემოთ დავწერე, რომ გრიგოლ ვაშაძის კარიერა ერთმა ამბავმა დაასრულა, ეს მისი ოჯახური დრამა გახლდათ:
მისი მეუღლე, ნატაშა ალხიმოვა ჯერ კიდევ გათხოვებამდე მეგობრობდა ცნობილ პიანისტთან, ანდრეი გავრილოვთან. მეგობრობა გაღრმავდა და 1985 წელს გაირკვა, რომ ნატაშამ ქმარი მიატოვა და ანტისაბჭოთა განწყობებით გამორჩეულ გავრილოვთან ერთად დატოვა საბჭოთა კავშირი, ლონდონში გადასახლდა განგრძეთ კითხვა

3019
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```