"არ მეგონა, ამის ახსნა თუ მომიწევდა" - რას წერს გიგი ანთაძის დედა სოციალურ ქსელში
"არ მეგონა, ამის ახსნა თუ მომიწევდა" - რას წერს გიგი ანთაძის დედა სოციალურ ქსელში
16 წლის შშმ ბავშვის, გიგი ანთაძის დედა სოციალურ ქსელში  შვილის ირგვლივ ახმაურებულ ამბავს ეხმიანება:
"არ მეგონა, ამის ახსნა თუ მომიწევდა, თუმცა საჭირო გახდა სამწუხაროდ.... გიგი არის 16 წლის ბიჭი უამრავი პრობლემით, რომელიც საკუთარი თავის ძიებაშია. ბოლო დროს მოინდომა და დაინტერესდა ქუჩის მუსიკოსობით. დადის, სეირნობს თავისი დინამიკით და მღერის (როგორ გამოსდის სხვა თემაა), ვისაც შეხება გქონიათ მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვთან, დამეთანხმებით, რომ მათი მართვა და შენს ჭკუაზე გადმოყვანა რეალურად შეუძლებელია. რაც შეეხება
ვინმე ლიას პოსტს, რომელმაც უბრალოდ პოლიტიკური მოსაზრებით (ვითომ კახი კალაძის ბრალია გიგის პრობლემები ) დაწერა ყოვლად აღმაშფოთებელი პოსტი და ერთი წამით არ უფიქრია გიგიზე და მისი ფოტოები გამოაქვეყნა, აუცილებლად შევხვდები სასამართლოში. აღარ ვლაპარაკობ სააგენტოზე, რომელიც მზად არის კალაძის დისკრედიტაციისათვის გამოიყენოს 16 წლის შშმ ბავშვი.
რაც შეეხება გიგის ჯიხურს, მერიის დახმარებით ვაკის პარკშია გადატანილი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას თანადგომის და გაგებისთვის, თქვენ ბევრად მეტი ხართ ვიდრე "კეთილისმსურველები".


alt"არ გვინდა რა ეს დამოკიდებულება - "უი, შე საწყალო"... 21-ე საუკუნეა!" - გიგი ანთაძე

altკახა კალაძე მზადაა, 15 წლის გიგი ანთაძეს საკუთარი ბიზნესის განვითარებაში დაეხმაროს


2271
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```