გსურს, შვილი გამდიდრებული დატოვო? - პაისი ათონელის შეგონებები მშობლებს
გსურს, შვილი გამდიდრებული დატოვო? - პაისი ათონელის შეგონებები მშობლებს
მშობლებმა უნდა უზრუნველყონ შვილები. "ზოგი ცოლ-ქმარი ცდილობს, უპირველესად სხვადასხვა პრობლემა მოაგვაროს და მერე იწყებს ბავშვების გაჩენაზე ფიქრს. ასეთი ხალხი ანგარიშს არ უწევს ღმერთს. სხვა ცოლქმრული წყვილი ამბობს: ახლა ცხოვრება გაძნელდა და ერთი ბავშვიც საკმარისია. იმ ერთის გაზრდაც კი ძნელიაო. ამიტომაც სხვა შვილებს აღარ აჩენენ. ასეთებს არ ესმით, როგორ სცოდავენ ამგვარი ფიქრით, ღვთისადმი უნდობლობით. ღმერთი გულშემატკივარია, მას ადვილად შეუძლია, შვილთა მიცემა შეუწყვიტოს ცოლ-ქმარს, როცა დაინახავს, რომ მათ მეტის გაზრდა აღარ შეუძლიათ", - ბრძანებს პაისი ათონელი.
წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "პირველ რიგში
გამოსახე სული შენი ვაჟისა, ქონებას კი ის მერე მოიხვეჭს. თუ მას სული კარგი არ ექნება, მცირეოდენ სიკეთესაც ვერ ნახავს ის ფულისგან. და პირიქით, თუ სწორ განათლებას მისცემ, სიღარიბე ვერაფერს ავნებს. გსურს, შვილი გამდიდრებული დატოვო? ასწავლე, რომ იყოს პატიოსანი... ბავშვებისთვის, რომელთაც სწორი აღზრდა არ მიუღიათ, სიღარიბე საუკეთესო საგანძურია. რადგან თუ პირველს (სწორ განათლებამიღებულს) მისი ნების გარეშეც (ცოდნა) სათნოებათა საზღვრებში აკავებს, მეორეს (ვისაც აღზრდილი სული არ აქვს) - კეთილგონივრულად ცხოვრების სურვილი რომ ჰქონდეს, ქონება ამის ნებას არ აძლევს, არამედ გაიტაცებს, დაამხობს და უამრავ დანაშაულს ჩაადენინებს... თუ კეთილმოშიშება არა აქვს, მაშინ საგანძურსაც გაანიავებს და სამარცხვინოდ დაასრულებს სიცოცხლეს. ამიტომ მშობლებმა შვილების ოქრო-ვერცხლით გამდირებაზე კი არ უნდა იფიქრონ, არამედ იმაზე,
თუ როგორ გაამდიდრონ ისინი ღვთისმოშიშებით, სიბრძნით და სათნოებათა მოხვეჭით".
1439
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა