როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში?
როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში?
მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

"6, 7 და 8 აგვისტოს ზოგან, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ხვალ დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა +23-28 გრადუსი იქნება, 7 აგვისტოს კი ცოტა მოიმატებს, მოსალოდნელია +24-29 გრადუსი, ხოლო 8 აგვისტოს ტემპერატურა +32 გრადუსამდე გაიზრდება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ბარში ხვალ ტემპერატურა დღის განმავლობაში +26-31 გრადუსის ფარგლებში იქნება. 7 აგვისტოს +24-29 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო
8 აგვისტოს +27-32 გრადუსია მოსალოდნელი.

ხვალ და ზეგ თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ხოლო 8 აგვისტოს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, +30 გრადუსის ფარგლებში“,- განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.
"ინტერპრესნიუსი"
14925
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა