ვინ არის ლიკა ქავჟარაძის ულამაზესი ძმისშვილი და რომელი ცნობილი ქალბატონის რძალია მარიამ ქავჟარაძე
ვინ არის ლიკა ქავჟარაძის ულამაზესი ძმისშვილი და რომელი ცნობილი ქალბატონის რძალია მარიამ ქავჟარაძე
ლიკა ქავჟარაძის სიკვდილის შემდეგ რჩება ლეგენდარულ ქართველ ლამაზ ქალად და ცხადია, რომ მკითხველს მის შესახებ ყოველთვის ყველაფერი აინტერესებს. ლიკას ქალიშვილი არ ჰყოლია, მისი ერთადერთი ვაჟი წლებია, რაც ოჯახთან ამერიკაში ცხოვრობს.

ამჯერად გაგაცნობთ ლიკას ულამაზეს ძმისშვილს, რომელიც მართალია ცნობილ მამიდას არ ჰგავს, მაგრამ ძალიან ლამაზია. მარიამ ქავჟარაძე თბილისში ცნობილი ქალბატონის, ბიზნევუმენ ბაია დავითაიას რძალია.
ბაია დავითაიას პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი ირაკლი ბიბილეიშვილი ჰყავს. სკანდალური აღმოჩნდა ბაიას ქორწინება და განქორწინება ბიზნესმენ თემურ
უგულავასთან. წყვილს ერთი საერთო ვაჟი - ლუკა ჰყავთ. რადგან ლუკას აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს, დედა-შვილს ცხოვრება ამერიკაში უწევთ, სადაც გაცილებით მორგებული გარემოა.
ირაკლი ბიბილეიშვილმა და მარიამ ქავჟარაძემ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნეს. წყვილს ერთი შვილი ჰყავთ ლეა. ირაკლი შეყვარებულია კულინარიაზე და პირველ პაემანზე შეყვარებულს საკუთარი ხელით მომზადებული კალიებითა და ბრაუნით გაუმასპინძლდა. ირაკლი და მარიამი "რუსთავი 2"-ის პროექტ "ჩემი სამზარეულოს წესებშიც" მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტოები

altროგორ გამოიყურებოდნენ ლიკა ქავჟარაძის მშობლები და როგორი იყო ის თავის ქორწილში - უცნობი ფოტოები და გულახდილი ინტერვიუ

alt"არ მივყავარ ცოლად და ჯობია, დავანებო თავი... ეს მთრგუნავს" - ლიკა ქავჟარაძის უცნობი ინტერვიუ უკანასკნელ სიყვარულსა და მარტოობაზე


38430
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```